08:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 16:59:40, 2236 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა მინიმალურია

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა მინიმალურია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, გამოკითხვის თანახმად, რომელიც გამოცემა The New York Times-მა და და ტელეკომპანია CBS-მა ჩაატარეს, დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელს 3 %-ით უსწრებს. კერძოდ, ჰილარი კლინტონს მხარდაჭერა გამოკითხულთა 45%-მა გამოუცხადა, დონალდ ტრამპს კი 42 %-მა.

გარდა ამისა, სააგენტო Real Clear Politics-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ჰილარი კლინტონი თავს რესპუბლიკელ მეტოქეს მხოლოდ 1,7 %-ით უსწრებს.

ყოფილი სახელმწიფო მდივნის უფრო დიდ უპირატესობას სააგენტო Reuters-ისა და სოციოლოგიური სააგენტო Ipsos-ის ერთობლივი გამოკითხვა აჩვენებს, რომლის შედეგების თანახმად დემოკრატ კანდიდატს ამომრჩევლების 6%-ით მეტი უჭერს მხარს, ვიდრე რესპუბლიკელს.

ცნობისთვის, აშშ-ის 22 მილიონმა მოქალაქემ უკვე მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის წინასწარ პროცედურაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics