|
2016-11-02 11:34:53, 809 ნახვა
რეგიონი
ონის იუსტიციის სახლში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალგაზრდული პროგრამები ონის იუსტიციის სახლშიც დაიწყო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ორი დღის განმავლობაში, ადგილობრივი 4 სკოლის 40 მოსწავლეს ახალგაზრდული პროგრამები გააცნეს და სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრას მოსწავლეების გარდა სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით პირადად ჩართულიყვნენ პრეზენტაციის პროცესში. პირველი ტრენინგი კი მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას დაეთმო. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის, „სამართლის საზაფხულო სკოლის“ მონაწილე დავით გამხარაშვილი დაესწრო, რომელმაც თანატოლებს ცენტრის მუშაობისა და პროექტების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გააცნო. ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს, ამიერიდან, შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ სამართლებრივი ლექცია/სემინარები, ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით, დაესწრონ საჯარო ლექციებს. თეორიული მასალის გარდა, დაგეგმილია გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება-დისკუსია და სხვა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები უკვე 17 ქალაქის იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. მათი მიზანია 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და სხვა.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)