|
2015-03-19 17:43:13, 831 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლა სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების ჩატარებას აგრძელებს
იუსტიციის უმაღლესი სკოლა იურიდიული ფაკულტეტისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების ჩატარებას აგრძელებს. ღონისძიება საქართველოს 11 წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. საჯარო ლექციის მიზანს, იურიდიული განათლების ხარისხის ზრდა წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. საჯარო ლექციაზე დამსწრე სტუდენტების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ დანერგა სიახლე, რომლის ფარგლებშიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე - www. hsoj.ge და Facebook გვერდზე ლექციების ტრანსლირება ონლაინ რეჟიმში განხორციელდება. ზემოაღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 20 მარტს 15:30 საათზე, მართლმსაჯულების სახლში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ბატონი ზაზა მეიშვილი, იურიდიული ფაკულტეტისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გამართავს საჯარო ლექციას თემაზე - „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.“ საჯარო ლექციას დაესწრებიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერისტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)