|
2015-03-19 15:10:36, 751 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და კომისიაში შემავალი სხვადასხვა სამინისტროების, დარგობრივი უწყების და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის დადგენილებით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით დაკომპლექტებული სამთავრობო კომისიას კოორდინაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო უწევს. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა, პროექტის მიმდინარეობის, შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ანგარიში წარადგინეს. გეოგრაფიული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ევროკავშირის მოთხოვნაა, რომელსაც ის წევრ ქვეყნებს უყენებს. დირექტივა ამ სფეროს საკანონმდებლო ბაზისა და ადმინისტრაციული საკითხების შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების მართვის რეგულირება, კატასტროფების თავიდან აცილება, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვა და ეფექტური ფუნქციონირება. სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა პოლიტიკის, ინსტიტუციური ქმედებების, ტექნოლოგიების, გეომონაცემებისა და მეტამონაცემების ერთობლიობაა, რომელიც სივრცითი ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებისა და გაზიარების საშუალებას იძლევა. იგი ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და გულისხმობს მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების წარმოებასა და ხელმისაწვდომობას ვებპორტალის (გეოპორტალის) საშუალებით სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის. ამას გარდა, NSDI ხელს შეუწყობს ამ მონაცემების სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის მარტივად გაცვლის პროცესსაც, შეამცირებს ინფორმაციის მიღების დროსა და რესურსს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)