|
2015-03-19 12:02:25, 425 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: ვისაც არ უნდა, რომ მათი შვილები რუსთაველზე დაგეგმილ ჩვენებაზე მოხვდნენ, ყურადღებით იყვნენ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მშობლებს მოუწოდებს, ვისაც არ უნდა მათი შვილები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სკანდალური კადრების ჩვენებაზე არ მოხვდნენ, ყურადღებით იყვნენ. ამის შესახებ სანიკიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. "ეს ღია სივრცეა, ამის შესახებ განცხადება უკვე გაკეთდა, შესაბამისად მშობლებიც ვისაც არ უნდათ, რომ მათი შვილები აქ მოხვდნენ, ყურადღებით უნდა იყვნენ", - აღნიშნა სანიკიძემ. რაც შეეხება ფოთსა და ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებისთვის წამების ამსახველი კადრების ჩვენებას, სანიკიძე ამაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს პროვოკაციული ქმედება იყო. "პროცესები მიმდინარეობდა პროვოკაციის ფონზე, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მოკვლევა, რომ არ მოხდეს ვინმეს უკანონოდ დასჯა ან ცილის წამება. თემა სენსიტიურია და ამ სენსიტიურობიდან გამომდინარე უმჯობესია ჯერ გვქონდეს მოკვლევის შედეგები, რომ ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ და ვნახოთ რეალურად რა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ამას ალბათ უკვე ფაქტებით დავადასტურებთ. ვიცით, რომ ზუგდიდის შემთხვევაში დარბაზში ბავშვები არ ისხდნენ. რაც შეეხება ფოთს, დაველოდები მოკვლევას, რადგან ყველაფერი კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ფონზე მიმდინარეობდა. მე პირადად ძალიან დაინტერესებული ვარ, ვნახო რა მოხდა. თუ საუბარია ბავშვის უფლებების დარღვევაზე, რეალურად უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ამ უფლებების დამრღვევები", - განაცხადა სანიკიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)