12:01 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 18:32:20, 707 ნახვა

სამართალი
შსს- სახელმწიფო საზღვარზე თებერვალში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეათე სხდომა გაიმართა. 

 კომისიის შემადგენლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. 

შსს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კომპლექსური ანტინარკოტიკული პოლიტიკა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2014 წლის მაისის სტატისტიკასთან შედარებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის დაბალი მაჩვენებლები შენარჩუნებულია. კლების ტენდენციაზე მეტყველებს აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის თანახმად, თებერვალში საზღვარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მოხდა 2015 წლის მარტში ქალაქ ვენაში გაერო-ს ნარკოტიკულ ნივთიერებათა კომისიის (CND) 58-ე სესიაზე განხილული საკითხების ანალიზი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კუთხით. CND-ის სესიას ესწრებოდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მდივანი და შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე. გაერო-ს ნარკოტიკულ ნივთიერებათა კომისიის სესიაზე, სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტი გაკეთდა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით მსოფლიოს ახალ გამოწვევებზე, რამდენიმე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესაძლო შეტანაზე გაერო-ს საერთაშორისო კონვენციების სიებში, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელთა გაერო-ს საერთაშორისო კონვენციებში შეტანაზეც მიმდინარეობს დისკუსია, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ 2014 წლის კანონით საქართველოში უკვე კონტროლს არის დაქვემდებარებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics