|
2015-03-16 16:51:50, 2341 ნახვა
სხვადასხვა
PSP-მ მომხმარებელს ახალი გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშება შესთავაზა.
დღეიდან PSP-ში ყველა მომხმარებელი გრანდიოზულ გათამაშებაში ჩაერთვება. გათამაშებაშია სამოთახიანი ბინა თბილისში, სუზუკის მარკის ავტომობილი და 2000 ლარიანი ყოველთვიური ხელფასი ერთი წლის განმავლობაში. „ჩვენ მომხმარებლისათვის სასურველი ყველა პრიზი გავაერთიანეთ და უპრეცედენტო გათამაშებას ვთავაზობთ. მიმდინარე გათამაშებებში მომხმარებელს საშუალება ექნებათ მოიგონ 4 სამოთახიანი ბინა თბილისში არქი ჯგუფის მიერ ახალაშენებულ კორპუსში, 4 სუზუკის მარკის 2015 წლის ავტომობილი და 4 ყოველთვიური 2000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში“, - აცხადებენ PSP-ში. გათამაშებაში ჩართვა მარტივია - ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ერთ გათამაშების ბილეთს მიიღებს, ყოველ 50 ლარზე კი 5 ბილეთს. ბილეთების მიღებასთან ერთად მომხმარებელს „ჩემი ოჯახის ბარათზე“ თანხის შესაბამისი ღიმილები ერიცხებათ. დაგროვილი ღიმილებით მომხმარებელი მრავალფეროვან საჩუქრებს ირჩევს PSP-ს მუდმივად განახლებადი კატალოგიდან. პირველი გათამაშება 2015 წლის 9 მაისს გაიმართება „რუსთავი 2“-ის ეთერში 18:00 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ PSP, 2008 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს წამახალისებელ გათამაშებას და უკვე 100-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)