|
2016-10-07 15:45:18, 1372 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა
პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი წარმოების პროცესს გაეცნო კიდევ ერთ ახალ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სამგორში მდებარე საწარმო „გვგ პლასტი“ სხვადასხვა ზომისა და ფორმის პოლიეთილენისა და ბოთლების ჩასაწყობ ცელოფნის პარკებს აწარმოებს. უწყების ინფორმაციით, კომპანიამ პროგრამის დახმარებით უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რისი საშუალებითაც ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის. „კომპანიაში დღეს 50 ადამიანია დასაქმებული, მთლიანი ინვესტიცია 750 000 დოლარზე მეტია. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელთა საშუალებით იწარმოება ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ დასაქმებულ ადამიანებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასი. სწორედ ეს არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიზანი, რაც ჩვენს შემთხვევაში მიღწეულია. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ მოახერხა იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და დღეს უკვე ის მუშაობს ექპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, შპს „გვგ პლასტი“ უკვე თანამშრომლობს და ამარაგებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: „ნიკორა“, „2 ნაბიჯი“, „SPAR“, „იოლი“, „ავერსი“, „კოდა“ და „გორგია.“ საწარმო მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქციას და კონკურენტულ ფასებს სთავაზობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)