11:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 10:20:50, 1270 ნახვა

ეკონომიკა
საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 „თურქეთის მხარეს „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყება," - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა, ბიულენთ თუფენქჯიმ განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, სტუმარმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობასა და სავაჭრო ბრუნვის უფრო მაღალ დონეზე აყვანის მნიშვნელობას.

„ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ეს ასპექტი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ყველა სფეროში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, არამედ ტრანზიტული თვალსაზრისთაც," - განაცხადა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა.

თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას საინტერესო და საქმიანი უწოდა და აღნიშნა, რომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

„დღეისთვის, საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე მუშაობს 3 საბაჟო-გამშვები პუნქტი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ სამივე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ერთობლივი მართვა გვექნება. ინფორმაციას გავცვლით ელექტრონულად, რაც დააჩქარებს ტრანზიტს, რასაც საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო დავალება თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, დაიწყოს ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის, „მარადიდი-მურათლის" მშენებლობა, რისთვისაც თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის დროს გამოჩენილი სოლიდარობისათვის და აღნიშნა, რომ ამ მხრივ განსაკურებული იყო გადატრიალების მცდელობიდან ძალიან მოკლე ვადაში პრემიერ- მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics