00:16 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 16:07:56, 808 ნახვა

სამხედრო
პრეზიდენტის სასახლეში ახალგაზრდულმა ლეგიონმა ღია კარის დღე გამართა

პრეზიდენტის სასახლეში დღეს ახალგაზრდულმა ლეგიონმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის შესახებ ღია კარის დღე გამართა.

ახალგაზრდულ ლეგიონს და "დაწყებითი სამხედრო და საექსპედიციო მომზადების კურსის" შესახებ პროექტის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ უმასპინძლეს.

აღნიშნული კურსი, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, ლეგიონის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი 8 თვიანი პროგრამის დამამთავრებელი ფაზაა და  2,5 თვე გაგრძელდება.

კურსის მონაწილეებს და 50 - მდე ახალწვეულს დღეს სასახლეში პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია წაუკითხეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics