03:57 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 22:53:56, 2484 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტის სანაპიროსთან გემის გადაბრუნების შედეგად დაღუპულ მიგრანტთა 148 ცხედარი იპოვეს

ეგვიპტის სანაპიროსთან, გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპული 148 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გემზე კატასტროფის მომენტში 600-მდე მიგრანტი იმყოფებოდა.

პროვინცია ბუჰეირას მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მაშველებმა უფრო მეტი ცხედარი აღმოაჩინონ.

შეგახსენებთ, გემი ოთხშაბათს, ხმელთაშუაზღვაში დასახლებულ პუნქტ ბურგ-რაშიდთან ჩაიძირა. მასში იმყოფებოდნენ მიგრანტები სირიიდან, ეგვიპტიდან და სხვა აფრიკული ქვეყნებიდან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics