|
2016-09-23 14:06:57, 815 ნახვა
სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვასილ ყულჯანიშვილი გაიხსენეს
ავღანეთში, ბაგრამის საავიაიო ბაზაზე პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავი აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ ვასილ ყულჯანიშვილის მემორიალთან დაღუპული სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს 52-ე ბატალიონის ხელმძღვანელობა და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. დღესვე მამა ზაქარიამ გარდაცვლილი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბატალიონის შტაბთან არსებულ ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალთანaც გადაიხადა. პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)