|
2016-09-21 18:37:04, 1239 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა კონფერენციაზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით ჩატარდა და მას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენცია საქართველოს ტექნოპარკის შენობაში გაიმართა. როგორც "ექსპრენიუსს" ეკონომიკისა და მდგარი განვითრების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი იყო მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის ევრობანკის და ევროპის კავშირის ახალი, ერთობლივი დაფინანსების მექანიზმის გაცნობა, რომელიც დაინერგა „საქართველოს ბანკის“ მიერ საკრედიტო ხაზების საშუალებით და რომლის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ევრობანკმა „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების შედეგად, აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციას გამოუყო 50 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ლარი. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი „საქართველოს ბანკისგან“ 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი კომპანიების წახალისების მიზნით, გაცემულ სესხზე დამატებით ევროკავშირი უზრუნველყოფს კომპანიისთვის დაახლოებით 15%-მდე ფულის დაბრუნებას გრანტის სახით, რაც მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია ადგილობრივი კომპანიებისთვის. გარდა ამისა, მსესხებელი კომპანია ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე მიიღებს რეკომენდაციებს საერთაშორისო კონსულტანტის მხრიდან, კომპანიის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგეგმება EBRD-ის თანამშრომლობა სხვა ადგილობრივ ბანკებთანაც, რათა კერძო სექტორმა განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისა და მომსახურების მოდერნიზაციის კუთხით ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. აღინიშნა, რომ საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ეს საკმაოდ მიმზიდველი ფინანსური პაკეტია შემდეგი ფაქტორების გამო: მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის კრედიტები ადგილობრივ ვალუტაში გახდება ხელმისაწვდომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი საწარმოებისთვის; კრედიტების ვადიანობა ხუთ წლამდე პერიოდზეა გათვლილი, საიდანაც ორი წელი შეღავათიანია; მასტიმულირებელი ფაქტორის სახით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები შეძლებენ 15 პროცენტის დაბრუნებას ფულად გამოხატულებაში; ამ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის უფასო იქნება ტექნიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურების სახით; პაკეტი მოიცავს მხარდაჭერას ახალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად. კონფერენციის მონაწილეების წინაშე ასევე მოხსენება გააკეთეს EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)