|
2016-09-21 14:19:57, 1139 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea პარტნიორია
22-25 სექტემბერს ბათუმი წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea. პაშა ბანკი ფესტივალის სპეციალური პარტნიორია. 4-დღიანი ფესტივალი ბათუმის სასტუმრო Hilton-ში გაიმართება და მას 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი დაესწრება. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ინტერაქტიული ვორკშოპები და დაჯილდოების ცერემონია. მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება არაფორმალურ გარემოში გაიცნონ კოლეგები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და გაცვალონ გამოცდილება. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით პაშა ბანკს წვლილი შეაქვს ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი რეგულარულად უჭერს მხარს პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან ქვეყანაში ბიზნესის და ეკონომიკის სტაბილური განვითარება დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანების პროფესიულ ზრდაზე, რომლებიც წარმართავენ საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობას და ყოველდღიურად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. „ჩვენი პარტნიორობა ფესტივალთან Ad Black Sea ძირითადად განაპირობა იმან, რომ ეს პროექტი საინტერესოა ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებისათვის რეკლამის და მარკეტინგის სფეროდან. აქ ხდება გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ურთიერთ გაზიარება, რაც აუცილებელია დარგის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ღონისძიებებს კერძო სექტორმა აქტიურად დაუჭიროს მხარი და ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა დადებითად აისახება ფესტივალის წარმატებით ჩატარებაზე.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. „2016 წელს გაიზარდა ფესტივალის მასშტაბი, გვაქვს 7 კატეგორია და 55 ქვეკატეგორია, მათ შორის გამარჯვებულებს კი გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სარეკლამო სფეროში სახელგანთქმული პროფესიონალებისგან ევროპიდან, შავი ზღვის რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან. კერძო სექტორის ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ფესტივალის წარმატებით ჩატარებას, რაც, თავის მხრივ, საქართველოში სარეკლამო სფეროს განვითარებას განაპირობებს", - ვატო ქავთარაძე, “Ad Black Sea-ს” პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)