00:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 19:28:14, 809 ნახვა

სამხედრო
ევროკავშირის დელეგაცია IV მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის (CivCom) დელეგაცია იმყოფება. დღეს ევროკავშირის წარმომადგენლები მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრნენ. უცხოელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უმასპინძლა.

ბაზაზე სტუმრობისას ბრიგადის ხელმძღვანელობამ დელეგაციის წევრებს საქართველოში სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემოსა და ადგილზე განთავსებული ქვედანაყოფის შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა. ევროპელი სტუმრებისთვის ბრიგადის ძირითადი აღჭურვილობის შესახებ მცირე გამოფენაც მოეწყო.

კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის საველე ვიზიტები მისიებში რეგულარულად ხორციელდება, რაც დელეგატებს საშუალებას აძლევს იურთიერთონ და მოსაზრებები გაცვალონ სხვადასხვა ადგილობრივ აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ევროკავშირის კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტი ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მთავარ მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს. ის ასევე ზედამხედველობას უწევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მუშაობას.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics