08:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 12:47:34, 1355 ნახვა

სამართალი
უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა.

უზენაესი სასამართლოს 15 კაციანი პლენუმის სხდომას დღეს 14 წევრი ესწრებოდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა.

პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანიშნა თეიმურაზ ტუღუში.გადაწყვეტილება პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მისი კვოტით განსაზღვრულ ადგილებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დანიშნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics