|
2016-09-20 10:44:34, 1861 ნახვა
მსოფლიო
სირიის ხელისუფლება გამოცხადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას წყვეტს
სირიის ხელისუფლება 12 სექტემბერს გამოცხადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას წყვეტს, ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA ავრცელებს. “სირიის არაბული რესპულიკის არმიისა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსულ-ამერიკული შეთანხმების საფუძვლეზე 12 სექტემბერს გამოცხადებული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმი დასრულებულია. ვვარაუდობდით, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სისხლისღვრის შეწვეტის რეალურ შანსს მოგვცემდა, თუმცა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შეთანხმება უგულვებელყვეს, მისი არც ერთი პუნქტი არ შეასრულეს და ‘სიჩუმის რეჟიმი” 300-ზე მეტჯერ დაარღვიეს”, - ნათქვამია სირიის არმიის განცხადებაში. მანამდე სამშვიდობო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. “იმის გათვალისწინებით, რომ მებრძოლები საბრძოლო მოქმედებების რეჟიმის პირობებს არ ასრულებენ, სირიის სამთავრობო ძალების მიერ სამშვიდობო რეჟიმის ცალმხრივად დაცვა უაზროდ მიგვაჩნია”, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი რუდსკოიმ. 17 სექტემბერს რუსეთმა აშშ-ის ხელმძღვანლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიაცია სირიის სახელისუფლებო ძალებზე ავიადარტყმების განხროციელებაში დაადანაშაულა. მოსკოვის მტკიცებით, ავიაიერიშში ეფ-16-ის ტიპის ორი გამანადგურებელი და ა-10-ის ტიპის ორი მოიერიშე მონაწილეობდა. რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 60 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ დარტყმების განხორციელება ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე იგეგმებოდა. პენტაგონის მტკიცებით, კოალიციამ ოპერაცია შეწყვიტა, როგორც კი რუსეთისგან შეიტყო, რომ დარტყმის სამიზნე სირიის ჯარი გახდა. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)