18:13 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 13:21:48, 836 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

სწავლის დაწყების დღე რეგიონიოს მოსწავლეებს მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარძემ  ქობულეთის N2 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე პირველკლასელებს იმ საკლასო ოთახში ესტუმრა, სადაც თავად სწავლობდა.

პატარაძემ  განსაკუთრებული სითბოთი მიმართა მშობლიური სკოლის მაწავლებებსა და მოსწავლეებს და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.  

"ქობულეთელებო, მე დღეს განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს ულამაზეს, მშობლიურ სკოლაში, იმ კედლებში, სადაც 10 წელზე მეტი ვისწავლე. აქ იყო ჩემთვის პირველი ზარიც, აქ იყო ჩემთვის სამახსოვრო გამოსაშვები საღამოც, აქ იყო ჩემი სიყვარული, ჩემი ბავშვობა, ჩემი ყმაწვილკაცობა, წარმატებები. აქვე ვხედავ ჩემს მასწავლებლებს, ჩემს დირექტორს, რომელსაც განსაკუთრებულად მივესალმები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი დაუღალავი შრომისთვის, მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის. სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს განსაკუთრებულად ვულოცავ. გისურვებთ ჯანმრთელობას, მინდა მთელი ცხოვრება იყოთ წარმატებულები. გვეამაყოს თქვენით!“,- განაცხადა პატარაძემ.

(NS)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics