|
2015-03-11 11:08:21, 1152 ნახვა
ეკონომიკა
"ელიტ ელექტრონიქსისა" და "ბოშის" ერთობლივი პროექტი დღეიდან იწყება
„ელიტ ელექტრონიქსისა“ და „ბოშის“ ერთობლივი პროექტი - „ჩაანაცვლე ძველი ტექნიკა ახლით და მიიღე ნაღდი ფული 300 ლარამდე“ საქართველოში დღეიდან იწყება. მხოლოდ „ელიტ ელექტრონიქსის“ ქსელში შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ აქციით, რომელსაც ბოში სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას. „ელიტ ელექტრონიქსის“ ამ ორიგინალურ აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა: მხოლოდ სურვილი შეცვალოთ ძველი ტექნიკა ახლით, ძველი ტექნიკის ფოტო და პირადობის მოწმობა. აქცია ვრცელდება მხოლოდ პირველადი საჭიროების და მოთხოვნის ტექნიკაზე, რომელიც აუცილებელია იყოს ყველა ოჯახში. ჩვენი მიზანია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს საუკეთესო ხარისხის ბოშის ტექნიკა. თუ თქვენ უკვე გაქვთ ძველი სარეცხი მანქანა, მაცივარი ან გაზქურა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ახალი პროდუქტით „ელიტ ელექტრონიქსში“. არსებული პროექტის ფარგლებში თქვენ არ მოგიწევთ ძველი სარეცხი მანქანის დაბრუნება, უბრალოდ საჭიროა, რომ წარადგინოთ ძველი სარეცხი მანქანის დამადასტურებელი რაიმე საბუთი, თუნდაც მისი ფოტოსურათი და თქვენ სანაცვლოდ გადმოგეცემათ ნაღდი ფული 300 ლარამდე „ელიტ ელექტრონიქსისგან“ და ბოშისგან. იმ შემთხვევაში თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი, ბოშისგან იღებთ ქეშ-ბექს, მაგალითად თუ შეიძენთ სარეცხი მანქანას რომელიც ღირს 1550 ლარი, თქვენ მიიღებთ 200 ლარს უკან. ეს ყველაფერი მოქმედებს საბანკო განვადების ან საკრედიტო ბარათით შეძენის შემთხვევაშიც. ეს არის ბოშის მიერ დაფინანსებული პროექტი საქართველოში არსებული მდგომარეობის პირობებში მომხმარებლებისადმი ლოიალურობის გამოხატვის მიზნით. ეს არის უპრეცედენტო აქცია, რომლის ანალოგი არ არსებობს და სპეციალურად მხოლოდ საქართველოში ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია. აქცია მოქმედებს შეზღუდული დროით. აქცია მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)