17:30 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 12:23:11, 916 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმელ აფხაზებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ბათუმელ აფხაზებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში მცხოვრებ აფხაზ ოჯახებთან შეხვედრა ე.წ „აფხაზეთის უბანში“, ალექსანდრე აცამბას ოჯახში შედგა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე. საუბარი სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა: ქეთევან ციხელაშვილმა და ზურაბ პატარაძემ აფხაზების აჭარაში დამკვიდრებისა და ცხოვრების საინტერესო ფაქტები მოისმინეს, ისაუბრეს აჭარაში მცხოვრები აფხაზებისა და ქართველების ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ქართულ-აფხაზურ საკითხებზე რეგიონში რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ შეხვედრას. შეხვედრამ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა. ამავე საღამოს ახალი წიგნის "მამულისათვის თავდადებული" პრეზენტაცია გაიმართა.   აფხაზეთში დაღუპული ქართველი გმირის ჟიული შარტავას შესახებ ახალი წიგნი პროექტ „ქართულ-აფხაზურის საგას“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნათელა დუმბაძემ წარადგინა.

 „თქვენ ნამდვილად საამაყო და ღირსეული მოქალაქეები ბრძანდებით ჩვენი ქვეყნისათვის და მე მიხარია, რომ  დღეს მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. სიმბოლურია, რომ დღევანდელი შეხვედრა იმართება ისეთი დიდი ქალბატონის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და პატივსაცემი პიროვნების ოჯახში, როგორიც იყო ფერიდე აცამბა.  დარღვეული ურთიერთობის აღდგენისა და გამთლიანების საქმეში თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ბათუმელი აფხაზები საუკუნენახევარია არა მხოლოდ მშვიდობით თანაცხოვრობდნენ ჩვენს რეგიონში, არამედ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რეგიონის  კულტურულ და მეცნიერულ ცხოვრებაში და თქვენი ოჯახები არის ამის ნათელი მაგალითი“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეკრებილ საზოგადოებასთან შეხვედრისას.

აღსანიშნავია, რომ აფხაზი წარმომავლობის მოსახლეობა საუკუნენახევარზე მეტია აჭარაში ჩამოსახლდა. ისინი ბათუმსა და მის შემოგარენში დასახლდნენ და ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ რეგიონის ცხოვრებაში. აჭარაში არაერთმა ცნობილმა აფხაზმა საზოგადო მოღვაწემ და სასახელო პიროვნებამ იცხოვრა და დატოვა საკუთარი კვალი. მათი შთამომავლები დღემდე ინარჩუნებენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებსა და ღირსებას. აჭარაში მცხოვრები აფხაზები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება  მშვიდობით იცხოვრო და იყო წარმატებული საქართველოში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics