07:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 14:00:45, 1385 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური რიმა ბერაძის დაჯარიმებას ითხოვს

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახურმა სამართალდარღვევათა ოქმი საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძეზე გამოიწერა, რომელმაც 40 პედაგოგს 4000 ლარის ღირებულების სამედიცინო გამოკვლევა  ჩაუტარა.

როგორც თორდიამ აღნიშნა, რიმა ბერაძე 4 000 ლარით და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი" ასევე 4000 ლარით უნდა დაჯარიმდეს.

"რიმა ბერაძის მიერ პედაგოგების უფასო გამოკვლევების შესახებ ჩატარებულ ღონისძიებაზე დადგინდა დარღვევა, რადგანაც ღონისძიება გამოყენებულ იქნა პოლიტიკური პარტიის წევრის სასარგებლოდ და მიგვაჩნია, რომ პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ განხორციელებულია 2000 ლარის შემოწირულობა, რაც ითვალისწინებს როგორც შემოწირულების განხორციელებისთვის, ასევე მიმღებისთვის ორმაგი ოდენობის სანქციას, ჯამში 8 000 ლარს", - განაცხადა თორდიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics