07:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 10:01:21, 1289 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის  „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3-ის"  შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალიმ მოაწერეს.

პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება. პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის  განვითარების, ასევე  საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა.

აღნიშნული წარმოადგენს 3-წლიანი პროგრამის დამასრულებელ ეტაპს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის სრულად  გამოყოფილ იქნა 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics