13:01 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:32:31, 1527 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე: პაატა ბურჭულაძის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საუბარია სოციალური დახმარებების მიზნობრივად დახარჯვაზე.

 „პაატა ბურჭულაძის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ჩვენი გათვლებით, სოციალურ პროექტებში მილიონ ადამიანამდე იქნება ჩართული. გვსურს, რომ მიზნობრივი პროგრამები გავზარდოთ და ეს პროგრამები არ იყოს ყველასთვის უფასო და ა.შ. გვინდა, რომ ვისაც უჭირს, კონკრეტული შემოსავალი მასთან მივიდეს. შესაბამისად, ბურჭულაძის გამოსვლის დროს, ეს იყო სიტყვების თამაში და მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია იმაზე, რომ მილიონამდე ოჯახი სხვადასხვა ტიპის სოციალურ დახმარებას მიიღებს. დღეს ზოგიერთ დახმარებას აბსოლუტურად ყველა იღებს - ღარიბიც და მდიდარიც. ჩვენ გვინდა, რომ დახმარებები იყოს მიზნობრივი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ განმუხურში მაჟორიტარობის წარდგენისას განაცხადა, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics