|
2014-12-21 16:59:52, 5287 ნახვა
პოლიტიკა სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსთან მოქალაქემ ვეტერანის მოწმობა დაწვა
თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე არჩილ ხაჭაპურიძემ პროტესტის ნიშნად ვეტერანის მოწმობა დაწვა. ხაჭაპურიძემ ამ ფორმით უკრაინაში დაღუპული ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გააპროტესტა. როგორც ვეტერანი ამბობს, აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ, სამარცხვინოა ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ მოწმობას ატარებდეს. მან ასევე ვეტერანების პენსიაც გააპროტესტა და განაცხადა: „ერთ დროს სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანები და ახლა ვეტერანად წოდებული ჯარისკაცები სამარცხვინო 22 ლარს არ უნდა იღებდნენ“. თავდაცვის სამინისტროსთან, მინდია ჯანელიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია კვლავ მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ცნობისთვის, ქართველი სამხედროს 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკრაინაში დაღუპვასთან დაკავშირებით გუშინ, თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება, გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. თუმცა, თავდაცვის უწყებამ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო პასუხიმსგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა. „თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ, არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)