00:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:37:28, 1647 ნახვა

მსოფლიო
სარკოზი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბურკინის ტარების აკრძალვის პირობას დებს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პირობას დებს, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბურკინის ტარება აიკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც სარკოზიმ აღნიშნა, ის არ დაუშვებს, რომ საფრანგეთის სანაპიროებზე და აუზებზე ბურკინით იარონ.

"კანონი მას მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალავს ", - განაცხადა სარკოზიმ.

თავის გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს. ამასთანავე, სარკოზიმ პირობა დადო, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, ფრანგებს აუცილებლად დაიცავს.

"მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფოს აღადგენს", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, აღნიშნულის შესახებ მან 25 აგვისტოს, პროვანსის რეგიონში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრისას განაცხადა.

მანამდე, საკურორტო ქალაქ ნიცაში ბურკინის, ქალების ისლამური საცურაო კოსტიუმის ტარება აიკრძალა. 

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება საფრანგეთში უკვე 15 ქალაქში მიიღეს, მათ შორის ქალაქ კანში, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში, ისლამური საცურაო კოსტიუმის ტარებისთვის უკვე 3 ქალი 38 ევროთი დააჯარიმეს.

ნიცას მერმა კრისტიან ესტროსიმ საფრანგეთის პრემიერმინისტრს უკვე მისწერა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ "სახის დამალვა, ან მთლიანი სხეულის დაფარვა საცურაო კოსტიუმით სანაპიროზე ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრების იდეალებს არ შეესაბამება".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics