|
2016-08-24 11:54:03, 1954 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ვიცეპრემიერი: რუსეთი ინჯირლიკის ბაზას ვერ გამოიყენებს
რუსეთი ნატო-ს წევრი არ არის, ამიტომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები “ისლამური საელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთის ინჯირლიკის ავიაბაზას ვერ გამოიყენებენ, - ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია NTV-სთან ინტერვიუში თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა. ამასთან, თურქეთის ვიცეპრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მონაწილეობა სირიის კრიზისის დარეგულირებაში ამ ქვეყანაში მშვიდობის აღდგენისთვის ნიადაგს მოამზადებს. ნუმან ქურთულმუში მიიჩნევს, რომ სირიის მომავლის შესახებ მშვიდობიან მოლაპარაკებებში ბაშარ ასადმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ანკარა რუსული ავიაციის მიერ ინჯირლიკის ბაზის გამოყენების წინააღმდეგი არ იქნებოდა. ამავე დროს, ილდირიმმა აღნიშნა, რომ რუსეთს მსგავსი მოთხოვნით თურქეთისთვის არ მიუმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)