23:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 18:35:56, 1862 ნახვა

მსოფლიო
ფილიპინებში ნარკომაფიის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის შედეგად 1900 ადამიანი მოკლეს

ფილიპინებზე ბოლო 7 კვირის განმავლობაში ნარკომაფიის წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციების შედეგად 1900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ქვეყნის პოლიციის უფროსზე რონალდ დე ლა როსაზე დაყრდნობით იუწყება. 

პოლიციის მონაცემებით, 750 ადამიანი სამართალდამცველების მეირ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა, კიდევ 1100 ადამიანის გარდაცვალების გარემოებების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს.

როდრიგო დუტერტე, რომელმაც ფილიპინების პრეზიდენტის თანამდებობა ივნისის ბოლოს დაიკავა, ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში "მკაცრი კურსის" მომხრეა. მის მთავარ საარჩევნო დაპირებას ქვეყანაში კრიმინალისა და ნარკოვაჭრობის აღმოფხვრა წარმოადგენდა. მან მოქალაქეებს მოუწოდა ცეცხლი გაუხსნან და მოკლან ნარკოდილერები, რომლებიც სამართალდამცველებს ემალებიან.

გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ანიეს კალამარმა ფილიპინების პრეზიენტი ანტინარკოტიკული კამპანიის ჩატარებისას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. გაერო-ს კრიტიკის საპასუხოდ, პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, ორგანიზაცია დატოვოს. თუმცა მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ფილიპინები გაერო-ში დარჩება იმის მიუხედავად, რომ ქვეყანას აქვს მიზეზები, იყოს ამ ორგანიზაციით უკმაყოფილო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics