|
2016-08-23 11:40:37, 1707 ნახვა
მსოფლიო
მერკელი ევროკავშირის წევრებს უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდებს
გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ქვეყნებს საერთო უსაფრთხოების გაძლიერებაში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ანგელა მერკელმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ისლამისტური ტერორის ფონზე, ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. "სირიაში სამოქალაქო ომის ფონზე, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენს შიდა და საგარეო უსაფრთხოებისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა მერკელმა. უსაფრთხოების გაძლიერებისთვის საჭირო ნაბიჯებს შორის ანგელა მერკელმა სპეცსამსახურებს შორის მონაცემთა ინტენსიური გაცვლა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება დაასახელა. გერმანიის ლიდერის აზრით, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმის განვითარების მიმართულებით და შექმნა სრულიად ახალი სასაზღვრო სამსახური Frontex. კანცლერის თქმით, საზღვრების დაცვა “ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომლის მიზანია ევროკავშირის შიგნით თავისუფალი გადაადგილების შენარჩუნებაა”. სამმხრივ შეხვედრაზე განხილვის კიდევ ერთი საკითხი ევროკავშირის ეკონომიკის განვითარების ზომები იყო. მერკელის თქმით, ევროკავშირი ყველა სფეროში კონკურენტუნარიანი არ არის. მან ევროკავშირის წევრებს ეკონომიკის იმ დარგების განვითარებისკენ მოუწოდა, რომლებშიც პირველობას არაევროპული ქვეყნები ინარჩუნებენ. ამ მხრივ, იტალიის პრემიერმა მატეო რენციმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირის დასასრულს არ ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ ევროპელი ლიდერების შეხვედრა იტალიის კუნძულ ვენტოტენესთან, ავიამზიდ “ჯუზეპე გარიბალდის” ბორტზე გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)