|
2016-08-23 11:03:10, 1706 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის წევრი მიგრანტების შესაშინებლად საზღვარზე ღორის თავების განთავსების იდეით გამოვიდა
უნგრელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი დიორდ შოპფლინი მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად საზღვარზე ღორის თავების განლაგების ინიციატივით გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, სკანდალური განცხადების შემდეგ ევროპარლამენტის წევრი, ქსენოფობიასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულეს. შოპფლინმა სკანდალური კომენტარი სოციალურ ქსელ Twitter-ში დატოვა. ადამიანის უფლებაათა დაცვის ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპული განყოფილების თანამშრომელმა, ენდრიუ სტრილიაინმა 19 აგვისტოს Twitter გაავრცელა The Washington Post-ის სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ უნგრეთის საზღვარზე მიგრანტების შესაშინებლად საფრთხობელები დააყენეს. მომდევნო დღეს შოპფლინმა უფლებადამცველს უპასუხა, რომ მიგრანტების შეშინება უფრო ეფექტიანი ღორის თავებით იქნება. ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, უნგრელმა პოლიტიკოსმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა.მისივე განმარტებით, ის ბოდიშის მოხდის აუცილებლობას არ ხედავს, რადგან არავინ დაუმცირებია. უნგრეთმა მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად მკაცრ ზომებს მიმართა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მაღალი ღობეა აღმართული, რომლის გასწვრივ უნგრეთის არმია პატრულირებს. ოქტომბერში უნგრეთში რეფერენდუმი გაიმართება, რომლის დროსაც მოსახლეობამ უნდა უპასუხოს შეკითხვას, ეთანხმებიან თუ არა ევროკავშირის გეგმას ევროპულ ქვეყნებში მიგრანტების კვოტირების სისტემით განაწილების შესახებ. ცნობისთვის, 76 წლის შოპფლინი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია. ის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში და სხვა ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა ლექციებს. უნგრელი პოლიტიკოსი 1970-იან წლებში ტელეკომპანია BBC-ში მუშაობდა. ის ევროპარლამენტში 2004 წელს აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)