23:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 10:35:53, 1796 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ISIS-ის და ქურთების პოზიციებზე დარტყმები განახორციელა

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების მისამართით ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 

თურქმა სამხედროებმა ასევე დარტყმები სირიის ქალაქ ჯარაბლუსსა და მანბიჯში ქურთთა რაზმების პოზიციებზე განახორციელეს. 

მედიის ცნობით, ანკარას მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულები მზად არიან, ტერორისტების წინააღმდეგ შეტევითი ოპერაცია დაიწყონ. ამჟამად თურქეთის სასაზღვრო ქალაქ გაზიანთეფში 1500 სირიელი ამბოხებული იმყოფება, რომლებიც ოპერაციის დაწყებას ელოდებიან.

როგორც 22 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტებისგან მთლიანად უნდა გაიწმინდოს. ამ განცხადებას წინ უძღვოდა ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი აფეთქება, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ანკარა თავდასხმაზე პასუხისმგებლობას “ისლამურ სახელმწიფოს” აკისრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics