|
2016-08-22 12:09:45, 1888 ნახვა
მსოფლიო
გერმანიამ არალეგალი მიგრანტების შესაკავებლად შვეიცარიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა
გერმანია შვეიცარიასთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად მიიღო, - ამის შესაქხებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, სასაზღვრო ზომების გაძლიერების შესახებ შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა ული მაუერმა განაცხადა. მაუერის თქმით, გერმანიამ ყველა მიგრანტის მიღება შეწყვიტა. როგორც შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გერმანიის ხელისუფლებამ სამხრეთ საზღვარის დასაცავად დამატებით 90 მესაზღვრე და 40 სამართალდამცველი განათავსა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დაადასტურა, რომ საზღავრზე მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა. გერმანული გამოცემა NZZ am Sonntag-ის მონაცემებით, 2016 წლის დასაწყისიდან გერმანიაში შვეიცარიიდან ჩასული 3385 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რაც წინა წელთან შედარებით 40% მეტია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)