|
2016-08-22 11:49:54, 1728 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში თავდასხმა 12-14 წლის ბავშვმა განახორციელა
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში თავდასხმა, მოზარდმა თვითმკვლელმა განახორციელა, - ამის შესახებ BBC თურქეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელის ასაკი 12-14 წელი იყო. ქვეყნის სამხერთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ გაზიანთეფში აფეთქება ქორწილის დროს მოხდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი გარდაიცვალა, 60-ზე მეტი კი დაშავდა, აქედან 17 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. თურქეთის პრეზიდენტმა თავდახმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” დააკისრა. როგორც ერდოღანის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს, “ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრებსა და ფეთჰულა გიულენის მიმდევრებს შორის განსხვავება არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)