22:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 10:37:59, 1824 ნახვა

მსოფლიო
Fitch-მა თურქეთის გრძელვადიანი რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურ

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა თურქეთის გრძელვადიანი რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურ "BBB-"-მდე დაწია, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა ადასტურებს მზარდ რისკებს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით არსებობს.

სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დიდ გავლენას მოახდენს. 

აღსანიშნავია, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე  ნეგატიურად აისახა, რამაც მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ტურისტული ნაკადის 41%-ით შემცირება გამოიწვია. 

Fitch-ის ინფორმაციით, რეიტინგის აწევა შესაძლებელი იქნება თურქეთში პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის შემთხვევაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics