22:20 - 26 May, 2026
|
2016-08-19 16:33:29, 2162 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნას მართავს
რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნას მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, სწავლება ნახევარკუნძულზე განთავსებული საზღვაო და სახმელეთო ძალების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ეხება. უწყების ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელშიც რუსეთმა ყირიმიც შეიყვანა, წვრთნაში 2500 სამხედრო და 350 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოში კი აცხადებენ, რომ რუსეთი ყირიმში უახლესი შეიარაღების რაოდენობას ზრდის, რომ ნახევარკუნძული სამხედრო ბაზად გადააქციოს. უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს, თუ ვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ უფრო გამწვავდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)