|
2016-08-19 11:25:57, 1796 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: თუ გერმანიის შს სამინისტრო ფარანჯის ტარების აკრძალვაზე იმსჯელებს, კანცლერის სრული მხარდაჭერა ექნება
ქალების მიერ ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სრულად ფარავს მათ სახეს, შესაძლოა, გერმანულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის შემაფერხებელი გახდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა Redaktionsnetzwerk Deutschland-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც კანცლერმა განაცხადა, "ქალს, რომლის სახე მთლიანად დაფარულია, გერმანიაში ინტეგრაციის შანსი ნაკლებად აქვს". ამასთან, მერკელის თქმით, ფარანჯის, ნიქაბისა და ჩადრის სრულ აკრძალვაზე საუბრისას აუცილებელია ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხის შეფასება. გერმანიის კანცლერი ამ საკითხის გადაწყვეტაში შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მაზიერს სრულ მხარდაჭერას პირდება. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრი მუსლიმური ტანისამოსის ჩაცმის შეზღუდვის სამართლებრივ შესაძლებლობებს განხილვას აპირებს. ამავე დროს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას დე მაზიერი აცხადებს, რომ შესაძლებლად მიიჩნევს, ფარანჯის, ნიქაბისა და ჩადრის აკრძალვას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა, მისი თქმით, ამგვარი ტანსაცმლის სრული აკრძალვა გერმანიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)