|
2016-08-18 16:19:11, 4275 ნახვა
კულტურა
კოჯორში გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე აღინიშნა
გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებთან ერთად სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრნენ, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. სასწავლო ცენტრში სერჟანტთა ძირითადი სასწავლო და ოცეულის სერჟანტის კურსები დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალით დასრულდა. სერჟანტებს კურსის დამამთავრებელი სპეციალური სერტიფიკატები პირადად თავდაცვის მინსტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა გადასცეს. “დღეს კონკრეტული მიზეზით შევიკრიბეთ. დღეს გმირი გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. სერჟანტის რომელმაც ისტორია შექმნა. გიორგიმ აგვისტოს ომში სიმამაცით, ერთგულებით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულით მოწინააღმდეგის გაუგონარ სისასტიკეს ისეთი შეუდრეკელი და მტკიცე სული დაახვედრა, რომ თავად მტერიც გააოცა. 24 წლის ვაჟკაცმა სამშობლოს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დაუთმო. დღეს გიორგიმ თითოეული ქართველის გმირობის ისტორია ხელახლა გააცოცხლა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენც შეგვიძლია, ჩვენც გვევალება ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული სიკვდილი. დღეს თქვენ ასრულებთ სერჟანტთა მომზადების კურსს, ჯარისკაცობა ქვეყნის ერთგულების ფიცია, გმირობისთვის მზაობაა, რისი მაგალითიც გიორგიმ გვიჩვენა. დღეს თქვენთვის ახალი გზა იწყება, ის გზა რომელიც გასავლელი დაგიტოვათ გიორგიმ. მე მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ ჯარისკაცის სახელს, ღირსეულად ატარებთ გიორგი ანწუხელიძის სახელს. მინდა თქვენთან ერთად პატივი მივაგო გიორგის ხსოვნას, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენი გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, ჩვენ მისით ვართ მტკიცენი და შეუდრეკელნი “ - განაცხადა თავდაცვის მინსტრმა, ლევან იზორიამ. კურსები სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე, დაბა კოჯორში მიმდინარეობდა და მასში 97 სამხედრო მოსამსხურე მონაწილეობდა. სასწავლო კურსების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება ტაქტიკურ დავალებებში, ოპერატიული ბრძანების დამუშავება და გაცემაში, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებში, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებაში და სხვადასხვა ქვეითთა ვარჯიშებში გაიარეს. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპა. უფროსი სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. გიორგი ანწუხელიძეს 32 წელი შეუსრულდებოდა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)