2016-08-12 14:32:14, 1498 ნახვა
სამართალი
22 წლის ბიჭმა, პოლიციელის სავარაუდო მუქარის გამო, თავი მოიკლა
სამტრედიის სოფელ დაფნარში 22 წლის ბიჭმა პოლიციელის სავარაუდო მუქარის გამო, თავი მოიკლა.
გარდაცვლილმა თავის მოკვლამდე წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს.
"დემური სტურუა. პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იაბეტისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”.
ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან