|
2016-08-03 13:10:32, 1604 ნახვა
ეკონომიკა
ქართულ ბაზარზე ამერიკული ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’ გამოჩნდა
ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ახალი ენერგეტიკული სასმელის ,,Rad Rain’’ - ის წარმოება დაიწყო. ,,ჩვენი მიზანი იყო ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის, სანდო პროდუქტი მისაღებ ფასად. მოგეხსენებათ, რომ „ზედაზენმა“ უკვე შესთავაზა მომხმარებელს ამერიკული კომპანიის Royal Crown Cola-ს გამაგრილებელი სასმელი RC Cola, რომელმაც საკმაოდ ღირსეული ადგილი დაიკავა ქართულ ბაზარზე. სწორედ RC Cola-ს პოპულარობამ და გაყიდვების ოდენობამ გვიკარნახა შემდეგი ნაბიჯები - ამჯერადაც გადაწყვეტილება მომხმარებლის სასარგებლოდ იქნა მიღებული. კომპანიამ ჩათვალა, რომ ენერგეტიკული სასმელის მომხმარებელი ნამდვილად იმსახურებდა ,,Rad Rain’’-ს. სასმელი, რომელიც შეგიწყობთ ხელს მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, მოახდინოთ ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე ან უბრალოდ დაიკმაყოფილოთ წყურვილის გრძნობა“, - განაცხადა კომპანია ,,ზედაზენის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ლანა ტატიშვილმა. ,,ეს არის ამერიკული წარმოების, კიდევ ერთი ახალი ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’- ი, რომელიც თავისი მაღალი ხარისხის გამო, ვფიქრობ რომ საკმაოდ კონკურენტული იქნება ქართულ ბაზარზე. მე ვიტყოდი, რომ ეს არის მაქსიმალურად კომფორტული ბრენდი მომხმარებლისთვის როგორც მოცულობით, დიზაინით, შემადგენლობით, ასევე ფასით“, - განაცხადა ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა. მისივე თქმით კომპანია აგრძელებს მომხმარებლზე ზრუნვას და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს - ,,ქარხანაში საკმაოდ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის მონტაჟი მიმდინარეობს, ეს არის ასეპტიკური ხაზი, რომელიც გათვალისწინებულია ნატურალური წვენების წარმოებისთვის’’. შეგახსენებთ, რომ ,,Rad Rain’’-ი ცნობილი ამერიკული კომპანიის Royal Crown Cola-ს ერთერთი ბრენდია, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის. 2016 წლის მაისიდან ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანია’’ საქართველოში ,,Rad Rain’’ -ის ოფიციალური მწარმოებელი გახდა. ახალი ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’- ი ხელმისაწვდომი იქნება 250 მლ.-იანი ქილის შეფუთვით და მისი სავარაუდო ღირებულება იქნება 1 ლარი.
(R)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)