|
2015-03-06 20:07:31, 1854 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით, მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი დაასრულა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა საგარეო საქმეთა და ევრო-ინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან ვალერიუ ჩივერისთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ალექსეი ბარბანეგრასთან გამართეს შეხვედრები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ქართულმა მხარემ მასპინძლებს საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხებიც განიხილეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოლდოვას შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადასაც ესტუმრნენ. სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები საინჟინრო ბატალიონის შესაძლებლობებს გაეცნენ და საინჟინრო ტექნიკა, ასევე სხვადასხვა სახის თავდაცვითი საშუალებები დაათვალიერეს. მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მოლდოვას თავდაცვის მინისტრთან ვიორელ ციბოტარუსთან, ეროვნული არმიის მთავარი შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ იგორ გორგანთან, ასევე თავდაცვის სახელმწიფო მდივანთან აურელ ფონდოსთან გამართა შეხვედრები.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)