02:54 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 17:05:54, 485 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი აჭარის მუსლიმური თემის ლიდერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში დღეს ის შენობები დაათვალიერა, რომლებიც აჭარის მუსლიმ თემს გადაეცა.

ნაგებობები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისა და მუსლიმური თემის სასულიერო სასწავლებლისთვის, პრემიერის დავალებით და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეისყიდა.

მუსლიმური თემის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ასეთი ძვირფასი საჩუქარი არასოდეს მიუღიათ, რადგან ახალი შენობები ძირითადი საშუალებაა ბათუმის „ორთა ჯამეში“ ლოცვის პირობების შესაქმნელად.

პრემიერმა მუფთებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას დრო სჭირდება.

„ჩვენ, ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და გვაღელვებს მომავალი თაობის ბედი. დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ. მთავარია სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და უკეთესი მომავლის რწმენა“, - მიმართა პრემიერმა მუსლიმური თემის სულიერ ლიდერებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აჭარის მთავრობის მეთაურს მედრესესა და სამუფთო რეზიდენციას შორის განთავსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მუშაობაც დაავალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics