|
2015-03-06 16:39:31, 494 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს შვეიცარიის საელჩოს გავლით დღეს სპეციალურ საპროტესტო ნოტას გაუგზავნის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წვრთნებთან დაკავშირებით განუცხადა. ბერუჩაშვილის თქმით, აღნიშნული ნაბიჯით, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები, პრინციპები დაარღვია და აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. „წვრთნების დაწყების თაობაზე ერთდროულად ეცნობა ყველა ჩვენს პარტნიორს, მსოფლიოს ყველა წერტილში. ჩვენს საელჩოებს მიეცათ ინსტრუქციები, რომ დედაქალაქებში მოლაპარაკებები გამართონ. დღეს რუსეთს შევიცარიის საელჩოს გავლით, სპეციალურ საპროტესტო ნოტას გადავცემთ,“ - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა. ცნობისთვის, 2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) „Игла“, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - „Тунгуска“, საზენიტო საარტილერიო კომპლექსები «Шилка», საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, «Стрела-10», «Тор» და «Оса». სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)