22:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 16:25:57, 1885 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ყირიმის ფედერალური ოლქის გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ფედერალური ოლქის გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, პუტინის გადაწყვეტილებით, ანექსირებული ყირიმი სამხრეთის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შევა.

ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი მელიკოვი. მელიკოვის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობას პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში ოლეგ ბელავენცევი დაიკავებს. თავად მელიკოვი დაინიშნა რუსეთის ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

ცნობისთვის, თანამდებობა დაკარგა უკრაინაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ ზურაბოვმა.

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორი სერგეი მენიაილო კი ციმბირის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics