|
2016-07-27 21:26:08, 1113 ნახვა
სამართალი
გიორგი პაპუაშვილი: ალბათ ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს
"მე ალბათ ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს" - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოზიცია და მოსაზრებაა, რომ ის მაინც ენდობა საგამოძიებო ორგანოებს. „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან სწორედ იგია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. ძალოვანი სტრუქტურები სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედიან. კარგად მოგეხსენებათ, იუსტიციის მინისტრის ნეგატიური დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ამიტომ მასთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა და მე შევხვდი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, რომელიც ზოგად კონტროლსა და მიმართულებას აძლევს ძალოვან სტრუქტურებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოზიცია და მოსაზრებაა, რომ ის მაინც ენდობა საგამოძიებო ორგანოებს. „აღგვითქვა, რომ ისინი ობიექტურად გამოიძიებენ ამ საქმეებს, ამიტომ უნდა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო უწყებებთან. მე რა თქმა უნდა, ჩემი კითხვის ნიშნები დამრჩა. პრემიერი თავის აზრზე დარჩა, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა პროკურატურას. მე ალბათ ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს, მასაც გავესაუბრები“, - განაცხადა პაპუაშვილმა, თუმცა მთავარ პროკურორთან შეხვედრის ზუსტი დრო მას არ დაუკონკრეტებია. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების მიმართ თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. მისი თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)