02:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 11:39:22, 1139 ნახვა

პოლიტიკა სამართალი
პაატა ბურჭულაძის პარტიის ორი წევრი დააკავეს - „ჩვენს ოფისზე თვალთვალი მიმდინარეობდა“

„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ მათი თემქის ოფისზე მთელი დღის განმავლობაში თვალთვალი მიმდინარეობდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, პარტიის ოფისიდან გამოსულ მათ თანამშრომლებს პატრული უმიზეზოდ ჩხრეკდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკისას მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც პარტიის ორი წევრი დააკავეს.

„ჩვენი თემქის ოფისზე მთელი დღის განმავლობაში თვალთვალი მიმდინარეობდა.  ეს ყოველივე ჩვენი პარტიის წევრებმა შენიშნეს. ღამით, როდესაც პარტიის წევრებმა სახლში წასვლა დაიწყეს, ჯერ ერთი მანქანა გააჩერეს და გაჩხრიკეს, ხოლო შემდგომ მეორე მანქანაც დაათვალიერს. ჩვენი თანაპარტიელები ოფისში მყოფებს ურეკავდნენ და ამ ყველაფერს ატყობინებდნენ. ერთ-ერთი მანქანა როდესაც გამოვიდა, ისიც სხვა დანარჩენების მსგავსად გააჩერეს, შეამოწმეს და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. უბრალოდ, მანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა ჩვენი პარტიის წევრმა ამ ყოველივეზე უკმაყოფილება გამოხატა. პატრულმა მას მოსთხოვა, რომ მანქანიდან გადმოსულიყო და ამ დროს მოხდა შელაპარაკება. შელაპარაკებისას ჩვენი პარტიის წევრი და მისი მეგობარი, რომელიც გაშველებას ცდილობდა, დააკავეს. ეს ადამიანები ძალიან უხეშად დაიჭირეს“, - აცხადებენ პარტიაში.

შეგასენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ორი წევრი პატრულმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისთვის დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics