|
2016-07-23 16:29:27, 1951 ნახვა
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, მიუნხენში მომხდარ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
სამართალდამცველების ცნობით, მიუნხენში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 10-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ABC იუწყება. როგორც მიუნხენის პოლიციის უფროსმა, ჰუბერტუს ანდრემ განაცხადა, დაღუპულთა შორის 3 კოსოვოდან არის, 3 თურქეთიდან და 1 საბერძნეთიდან. დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ანდრეს თქმით, გარდაცვლილთა შორის ორი 15 წლის მოზარდია, კიდევ სამი არის 14 წლის, ერთი გარდაცვლილი 17 წლისაა, ორი 19 და 20 წლის, კიდევ ერთი 45 წლის მამაკაცია. მე-10 გარდაცვლილი თავად თავდამსხმელია. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)