|
2016-07-21 18:18:09, 1240 ნახვა
სამართალი
პროკურატურა გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს
საქართველოს მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „2016 წლის 21 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ. მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოხდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგხსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. "დღეს მინდა ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბრობთ, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს. მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლებზე, რაც გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების მიზანმიმართულ შევიწროვებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხადასხვა მიზეზით. ასევე პირადი ინფორმაციის გასაჯროებით, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მთავარი ამოცანაა დღეს მოხდეს პრევენცია და მოსამართლეებს ჰქონდეს საშუალება გადაწყვეტილება კონსტიტუციის და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღონ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)