02:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 13:44:12, 1454 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „რუსთავის აზოტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში

კომპანია „რუსთავის აზოტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კომპანია, რომელსაც ექსპორტზე გააქვს ჩვენი საექსპორტო კალათის მნიშვნელოვანი წილი, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად  „რუსთავის აზოტსა“ და EBRD-ს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„კომპანია „რუსთავის აზოტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კომპანია, რომელსაც ექსპორტზე გააქვს ჩვენი საექსპორტო კალათის მნიშვნელოვანი წილი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  კომპანიამ თავისი საექსპორტო პოტენციალი გაზარდოს, შეამციროს ის ენერგოდანახარჯები, რომელიც მას აქვს და ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდეს. პროცესში ჩართულია "საპარტნიორო ფონდიც", რომლის ძირითადი ამოცანაა სწორედ ხელი შეუწყოს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ექსპორტის პოტენციალისა და ასევე  სამუშაო ადგილების გაზრდის შესაძლებობას მოგვცემს“ - განუცხადა ჟურნალისტებს  დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება „რუსთავის აზოტისთვის“ 155 000 000 აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც ამიაკის ხაზის წარმოების რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას მოხმარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics