|
2015-01-09 12:45:02, 1766 ნახვა
საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილმა საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ტერაქტი, არ არის მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოების დატერორება, მსხვერპლის რაოდენობაზე გათვლილი მოქმედება, რასაც ტერორისტები დღემდე აკეთებდნენ. მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული, უპრეცედენტო ტერორისტული აქტი დემოკრატიული ფასეულობების - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. „ვუსამძიმრებ მთელ ფრანგ ერს, რომელიც არის დემოკრატიისა და თავისუფლების ავანგარდში. ეს არის სერიოზული გამოწვევა დემოკრატიული სამყაროსთვის და შემთხვევითი არ არის, რომ ტერორისტებმა ფრანგი ჟურნალისტები აირჩიეს, რადგან საფრანგეთი არის დემოკრატიის აკვანი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერაქტმა გამოაფხიზლოს მთელი სამყარო, მათ შორის ისინიც, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს არ სცნობენ. საზოგადოებაში შეუძლებელია არსებობდეს მოქმედება, რომლის პასუხიც შეიძლება იყოს მკვლელობა. განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა სიკვდილით დასჯა გააუქმეს, მათ შორის ყველაზე საშინელი დანაშაულის ჩამდენების მიმართაც კი, რადგან მკვლელობა არ შეიძლება იყოს პასუხი არაფრის წინააღმდეგ. სიტყვას შეიძლება მხოლოდ სიტყვა დაუპირისპირო. ვინმესთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჟურნალისტის, პოლიტიკოსის თუ ნებისმიერი ადამიანის შეფასება, მან იგივე ფორმით უნდა უპასუხოს და არა ძალადობით და მითუმეტეს მკვლელობით. დარწმუნებული ვარ, ფრანგი ჟურნალისტების მსხვერპლი გახდება საფუძველი ისეთი დემოკრატიული ღირებულებების, როგორიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იმ სამყაროში გავრცელებისა და დამკვიდრების, რომელიც დღეს ამას არ სცნობენ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. შეგახსენებთ, 7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)