|
2016-07-14 09:22:19, 1338 ნახვა
მსოფლიო
"ისლამურმა სახელმწიფომ" თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა
"ისლამურმა სახელმწიფომ" თავისი საველე მეთაურის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ბათირაშვილი ერაყში, მოსულიდან სამხრეთით, ქალაქ შირკატთან მოკლეს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოთარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის გარდაცვალების თარიღს არ აკონკრეტებს. Amaq-ი აღნიშნავს, რომ ის მოსულისთვის ბრძოლაში დაიღუპა, რაც ამერიკელი სამხედროების ინფორმაციას ეწინააღმდეგება. პენტაგონმა ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, თარხან ბათირაშვილი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამერიკული ავიაციის საჰაერო დარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა. ცნობისთვის,1986 წელს პანკისის ხეობაში დაბადებული თარხან ბათირაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. კონფლიქტის შემდეგ ის საქართველოში იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს. 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ალ-შიშანი 2012 წელს თურქეთში წავიდა და სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. ბათირაშვილი "ისლამურ სახელმწიფოში" რამდენიმე ე.წ. თანამდებობას იკავებდა, მათ შორის "ომის მინისტრის" პოსტს. შეგახსენებთ, რომ აბუ ომარ ალ-შიშანი აშშ-ის მიერ ძებნილ პირთა სიაში მოწინავე ადგილას იყო. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ვაშინგტონს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ალ-შიშანი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მთავარ მრჩეველად ითვლებოდა. პანკისელი ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები მედიაში არაერთხელ გავრცელებულა. გასული წლის დეკემბერში კი რუსული მედია იტყობინებოდა, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ კირკუკში დააკავეს.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)