|
2016-07-13 12:01:28, 1205 ნახვა
კომენტარი
ოთარ დანელია: არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელაის განცხადებით, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას შარშანდელი რთველიც შეაფასა და მას წარმატებული უწოდა: „შარშან, იყო ცრუ განგაში, იმასთან დაკავშირებით რომ არ იბარებდნენ ყურძენს, მაშინ როდესაც რთველი დაწყებული არ იყო. ჯერ კიდევ 2 კვირა იყო დარჩენილი, სანამ რთველი დაიწყებოდა, როდესაც ეს გზავნილები წამოვიდა, ჩვენ დავინახეთ, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენილა, ანალოგიურად იქნება მიმდინარე წელს. ეს არის სწორი, ობიექტური შეფასების საგანი, სხვა არაფერი, ფაქტი სახეზეა, ჩვენ საქმით უნდა ვიხელმძღვანელოთ და შედეგებით, და შესაბამისად, შარშან იყო ძალიან პოზიტიური რთველი, ძალიან კარგი შედეგი დაიდო და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ასეულობით მილიონი შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის ოჯახებში”,-განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)